Hot line : +995(350)273106

სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისთვის

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლ და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.

ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;

ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა;

ბ.ვ). უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია გარდაცვლილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

 

დადგენილება N71 28/12/2018

 

 

Share page