ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსება

ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, დაფინანსება მოხდება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსება მოხდება წლის განმავლობაში ერთჯერადად.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

 

დადგენილება N3

Share page