Hot line : +995(350)273106

შიდა აუდიტის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

  •  თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ფინანსური და სხვა სახის რისკების დადგენა და შეფასება;
  • აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
  • მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
  • მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მერისათვის წარდგენა;
  • მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;
  • სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
  • სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

სამსახურის სტრუქტურაში შედის ორი განყოფილება:

ამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მ/შ

თინათინ არაბული

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 577 75 43 33 
✉ - t.arabuli@telavi.gov.ge 

სამუშაო გამოცდილება

 

განათლება

 

 

აუდიტის განყოფილების უფროსი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 
✉ - 
აუდიტის ანყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი.

ინსპექტირების განყოფილების უფროსი 

დავით დევიძე

საკონტაქტო ინფორმაცია 

✆ - 551554477
✉ - davit.devidze@telavi.gov.ge 
ინსპექტირების განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი.

Share page