ცხელი ხაზი : +995(350)273106

16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

1 დეკემბერი, 2018

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, თელავის ქალთა ოთახის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიქეა”/WeCare-ს პროგრამის „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იყო კაცების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდა ოჯახურ ცხოვრებაში.

შეხვედრებზე მოეწყო დისკუსია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და კაცების როლზე თანასწორობის მიღწევის პროცესში. ასევე, აღინიშნა ქალთა ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობა, როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლისთვის. 
შეხვედრის მონაწილეებმა ღია მხარდაჭერა გამოხატეს კამპანიის მიმართ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სოფელ ყარაჯლის მცხოოვრებლები და ახალგაზრდები.

#16დღიანიკამპანია2018
#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ
#თელავისქალთაოთახი
#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობა
#საერთოსაქმეა
#კაცებიზრუნავენ

ალბომი

გააზიარე