ცხელი ხაზი : +995(350)273106

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

11 დეკემბერი, 2019

სასტუმრო ,,ალაზნის ველში,, თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას დაინტერესებულ პირებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეკრებილ საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა გააცნო.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული, რაც 2018 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2 878 750 ლარით არის გაზრდილი. 2020-2023წლების პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

საჯარო განხილვაზე საკრებულოს ფრაქციებმა, თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრეს და საკუთარი საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს.

დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა უპასუხა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში,, ფარგელბში გაიმართა.

  

  

გააზიარე