ცხელი ხაზი : +995(350)273106

8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება წინანდალში

9 მარტი, 2017
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელშიც მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები იღებდნენ. ღონისძიებას თვითმმართელი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - პაატა გიორგობიანი , საკრებულოს აპარატის უფროსი – სოსო მეგუთნიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – სოფიო ახმეტელი და ხელისუფლების სხვა წარმომომადგენები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, “კულტურის ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა, შოთა ლაჩაშვილმა დიპლომებით და თაიგულებით მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმატებული ქალბატონი თანამშრომლები დააჯილოდვა.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:


გააზიარე