თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების თელავის N2 სამუსიკო სკოლა

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების თელავის N2 სამუსიკო სკოლას ფუნქციონირების 40-წლიანი ისტორია გააჩნია. სკოლა  გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით. მისი   მიზანია,    მოსწავლეებს მისცეს  დაწყებითი მუსიკალური განათლება, აზიაროს მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ხელოვნების  ნიმუშებს,  შეაყვაროს  ეროვნული  კულტურული  მემკვიდრეობა, ასევე,  კონკურსების,  ფესტივალების და სხვა აქტივობების საშუალებით,  გამოავლინოს  განსაკუთრებული  ნიჭით დაჯილდოვებული  მოსწავლეები, ჩამოუყალიბოს  ესთეტიკური  გემოვნება   და აღზარდოს  აქტიური და ინტელექტუალური მსმენელი.

სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, სიმებიანი, სოლო სიმღერის, ხალხური საკრავებისა და გიტარის სპეციალობები.  ასევე ფუნქციონირებს   მევიოლინეთა, ხალხურ  საკრავთა,  გიტარისტთა  ანსამბლები და  ფოლკლორული გუნდი.

სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ბავშვები  განთავისუფლებული  არიან  სწავლის   გადასახადისაგან და აქვთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, დაეუფლონ მუსიკალურ კულტურასა და ხელოვნებას.

                                                                                                                                                                 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თელავში,  26 მაისის ქ. #12

☎  0(350) 273713

 

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების თელავის N2 სამუსიკო სკოლის დირექტორი

ირინე ღუდუმიძე

✆ 599 756303

✉ irina.ghudumidze@yahoo.com

გააზიარე