თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დაქვემდებარებაშია თელავის საჩოგბურთე კორტების კომპლექსი. კომპლექსი აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ 6 საჩოგბურთე თიხნარ მოედანს და 2 ხელოვნურსაფარიან კორტს, სადაც მიმდინარეობს როგორც სპორტსმენთა მომზადება, ასევე საერთაშორისო დონის ტურნირები. 

სასპორტო გაერთიანების მიზანია თელავში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ქალაქის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩაბმა სპორტულ მოძრაობაში და ჩოგბურთის განვითარების პროგრამების შემუშავება;  ჩოგბურთის რაიონული და საქალაქო შეჯიბრებების, ჩემპიონატების, პირველობების, ტურნირების ჩატარება, ასევე,  სხვადასხვა  საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში კახეთის რეგიონის წარმომადგენელთა წარმატებით გამოსვლის ხელშეწყობა.

მოსწავლის ჯგუფებში ჩარიცხვა შეიძლება 6 წლის ასკიდან, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის      ასკობრივ, ფიზიკურ და გონებრივი განვითარების მოთხოვნებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თელავი, 26 მაისის ქუჩა #11

☎ 0(350/0 275914

✉ telavis.sasportogaertianeba@mail.ru

 

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორი:

ნიკოლოზ სვიმონიშვილი

✆ 599 29 69 26

გააზიარე