ცხელი ხაზი : +995(350)273106
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება "თელავი"

ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“  ემსახურება თელავის მუნიციპალიტეტის მერიას  დაქვემდებარებული იურიდიული პირების სპორტული მიმართულებების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მისი დევიზია - „მეტი ახალგაზრდის ჩართულობა სპორტში“!

ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ ფუნქციონირებს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე  და მოიცავს კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის, ფრენბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჭადრაკის, სპორტული ტირის, ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის კლუბებს.

ბავშვთა სასწავლო-საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. სპორტსმენების სრულფასოვანი ვარჯიშისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები.

სპორტულ კლუბთა გაერთიანებაში სოციალურად დაუცველი ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით. ასევე, გაერთიანება აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თელავი ლეონიძის 18

✉ scu_telavi@yahoo.com

 

ა(ა)იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება "თელავი"-ს დირექტორი:

პაპუნა ხრიკული

✆ 551051722

გააზიარე