აბანოს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

28 April, 2021

თელავში, აბანოს ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული საფარის ნაცვლად მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი, გზის ნაწილზე კი უკვე დაიგო ქვაფენილი. ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ რკინა-ბეტონის კედლებს უტარდება გამაგრების სამუშაობი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 352 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005,, ასრულებს.

გააზიარე