ადგილობრივი თვითმმართველობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

5 April, 2019

100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 18 აპრილს, 16:00სთ-ზე თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება საზეიმო გამოფენა და მცირე ლექცია, ხოლო 19 აპრილს, 14:00სთ-ზე-  XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ დოკუმენტური ფილმის - „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; გაიმართება ისტორიკოსების: დავით ლოსაბერიძისა და ირაკლი ხვადაგიანის ლექციები. დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი - „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი - „ერობა“.

ექსპოზიციაიმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თელავის მუნიციპალიტეტის მერია და თელავის ისტორიული მუზეუმი.

გააზიარე