ცხელი ხაზი : +995(350)273106

აკურაში ეკლესიისკენ მიმავალი გზა მოეწყო

25 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1083 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები.

პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 484 484 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ამხანაგობა "ენკამ" შეასრულა.

 

 

გააზიარე