ალექსანდრე ამისულაშვილმა შეჭირვებული ოჯახებისთვის მერიას სასურსათო პაკეტები გადასცა

10 April, 2020

სოციალური აქციის ფარგლებში, თელაველმა ფეხბურთელმა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.

მერიის მოხალისეთა ჯგუფები შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებას ხვალიდან დაიწყებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ალექსანდრე ამისულაშვილს და მის ოჯახს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის!

 

 

გააზიარე