ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20 თებერვალი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიიციატივით პროგრამა „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებისა და განაცხადების განხილვის წესზე.

პროგრამა „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 27 წლამდე ახალგაზრდების, საინიციატივო ჯგუფების ან ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

კონკურსის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მათთვის საჭირო ინიციატივები დააყენეონ.

ახალგაზრდული ინიციატივები კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.  

 

გააზიარე