ახალშობილთათვის

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილების - "თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ"  თანახმად,

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცემა ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში ერთჯერადად შემდეგი სახით:

 

  • ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება  57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულას, პირველ ახალშობილზე გაიცემა ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 250 ლარის ოდენობით, ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით;

  • ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ჩათვლით, პირველ ახალშობილზე გაიცემა ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 200 ლაროს ოდენობით,  - ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 250 ლარის ოდენობით;

  • ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია  65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, პირველ ახალშობილზე გაიცემა ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 150 ლაროს ოდენობით, ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 200 ლარის ოდენობით.

  •  

პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მშობელმა განცხადება დაწეროს თელავის მერის სახელზე და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები (მამა აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ან ფიქსირდებოდეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მინიჭებულ ქულების ამონაწერში).
  • მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, მშობლის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ (მშობელი რეგისტრირებულიუნდა იყოსთელავისმუნიციპალიტეტში);
  • ერთ-ერთი მშობლის საბანკო  ანგარიშის ნომერი, რომელზეც განხორციელდება თანხის დარიცხვა.
     

იხ. დადგენილება

გააზიარე