ახატელსა და კურდღელაურში გარე განათების ახალი ქსელები მოეწყო

20 ივლისი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატელსა და კურდღელაურში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელები მოეწყო.

პროგრამის ფარგლებში, სოფელ ახატელში Led-განათების ენერგოეფექტური 110 სანათი, ხოლო სოფელ კურდღელაურში 75 სანათი დამონტაჟდა.

სამუშაოები შეასრულა კომპანიამ - შპს დავითი19.

 

 

გააზიარე