"აზროვნების აკადემიის" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

18 ივლისი, 2020

აზროვნების აკადემია თელავში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა თელავის ტექნოპარკის ღია სივრცეში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან გაიმართა თემაზე - „ფილოსოფია თანამედროვე სამყაროში“.

პროექტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ფილოსოფოსის ხედვა სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდა.

პროექტის მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო სპონსორი - კომპანია "თელავის ღვინის მარანი".

გააზიარე