ბიურომ საკრებულოს 27 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

20 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. საკრებულოს წევრები თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა 9 საკითხსაც განიხილავენ.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს მორიგი სხდომა 27 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. 

   

გააზიარე