ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ბიურომ საკრებულოს 27 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

20 ნოემბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებისა და 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

წარმომადგენლობითი ორგანო დღის წესრიგით ფათვალისწინებულ კიდევ სამ საკითხს განიხილავს.

საკრებულოს მორიგი სხდომა 27 ნოემბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.    

 

გააზიარე