ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ბიურომ საკრებულოს 31 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

24 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ექნებათ სხვადასხვა სახის ცნობის გაცემის უფლება და მიენიჭებათ ის უფლებამოსილებები, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მერის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული უფლებამისილებების მინიჭებას ითვალისწინებს ადმინისტრაციული, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა სამსახურებისა და მერიის დებულებებში ცვლილებების პროექტები. საკრებულოს სამივე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა უკავშირდება ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში 2020 წლის 28 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს. 

დადგენილების პროექტებს საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს 31 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, რომლის დღის წესრიგი ბიურომ  დღეს დაამტკიცა. 

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 ნორმატიული აქტის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 31 აგვისტოს, 12 საათზე ჩაინიშნა. 

 

გააზიარე