ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

6 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს 13 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 9 პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. საკრებულოს სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გოგოშვილმა ბიუროს წევრებს თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარუდგინა.

„თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 6 თვის გეგმა შემოსულობების ნაწილში შესრულდა 86%-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში კი - 80%-ით. კომისიამ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეაფასა“, - განაცახადა დავით გოგოშვილმა.

გააზიარე