ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

22 ოქტომბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო 29 ოქტომბრის სხდომაზე ნორმატიული აქტის 5 პროექტს განიხილავს.

ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს  სოფელ ვარდისუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და დამტკიცებას. მიწის ნაკვეთების გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 6000 ლარზე მეტი შევა.

საკრებულოს მორიგი სხდომა 29 ოქტომბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.

გააზიარე