ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

ც ნ ო ბ ა

1 თებერვალი, 2022
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ “ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ “ პროექტის განხილვა განხორციელდება 2022 წლის 20 იანვრამდე.

დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2022 წლის 01 თებერვლამდე.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

გააზიარე