ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

ც ნ ო ბ ა

1 მარტი, 2021
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის N65 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის N65 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ პროექტის განხილვა განხორციელდება 2021 წლის 01თებერვლამდე.

დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2021 წლის 1 მარტამდე.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

გააზიარე