ცენტრალური თელავის მაჟორიტარმა ინივაციური პროექტის - მედიათეკის პრეზენტაცია გამართა

21 ოქტომბერი, 2019

ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივაა, რომ თელავში ინოვაციური პროექტი განხორციელდეს, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების - მედიათეკის გახსნას გულიხმობს.  გიგა ორკოდაშვილმა დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გამართა. მან საკრებულოს დეპუტატებს, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ედიათეკის მიზანი, ამოცანა და სპეციფიკა გააცნო. მედიათეკის მიზანია, ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

„მედიათეკის ამოცანა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომხმარებელთა და პარტნიორთა პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა. მედიათეკის შენობები, როგორც წესი ყოველთვის ხეებით გარშემორტყმულ, სუფთა, წყნარ და მწვანე გარემოში მდებარეობს. მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრა. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფინდში წარვადგენთ“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და მესამე სექტორისა წარმომადგენლები.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. ამ ინოვაციური პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელია არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა“, - აღნიშნა ორკოდაშვილმა. 

 

 

გააზიარე