წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

18 ივნისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ბაღს ახალი ჯგუფი დაემატება, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "კ და გ" ასრულებს.

გააზიარე