დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება

ოჯახებს, რომელთაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში;

ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება; გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

გ.დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, სადაც დადასტურებული იქნება ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი და ინფორმაცია გამქირავებლის შესახებ;

გ.ე) გამქირავებლის განცხადება, სადაც დადასტურებული იქნება საცხოვრებლის გაქირავების ფაქტი და ქირავნობის თანხის ოდენობა;

გ.ვ) განმცხადებლის ანგარიშის ნომერი;

გ.ზ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი.

 

დადგენილება N3

გააზიარე