ცხელი ხაზი : +995(350)273106

ეკონომიკის კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებზე იმსჯელა

18 სექტემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებს პროექტები მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერძემ წარუდგინა. 

ერთ-ერთი პროექტი ეხება სოფელ რუისპირში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინის მოქალაქე იზოლდა ჭყოიძისთვის უსასყიდლოდ თხოვების ფორმით, დროებით სარგებლობაში 2 წლის ვადით გადაცემის საკითხს. ჭყოიძემ აღნიშნული მოთხვნით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას თავად მიმართა.

კომისიამ  ასევე იმსჯელა შშმ პირების რეაბილიტაციის ცენტრ „მოვუსმინოთ სამყაროსთვის“ ქალაქ თელავში, დავით რექტორის ქუჩა N8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის 2 წლის ვადით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ა(ა) იპ „მოვუსმინოთ სამყაროს“ ათეულობით ბავშვს და ოჯახებს გაუწევს ეკონომიურ შეღავათს, რადგან თბილისში მომსახურების მიღება ხანგრძლივია და ამავე დროს სოლიდურ ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული. რეაბილიტაციის ცენტრი 50 ბენეფიციარს მოემსახურება. 

კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს მოქალაქე შორენა დათუაშვილის მიერ ქქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 101.კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობების შესრულების ვადის გაგრძელების საკითხი.

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ სამივე პროექტს მხარი დაუჭირა.

 

გააზიარე