ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

22 ნოემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩატარდა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, სხდომაზე ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები შეიმუშავეს.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზების გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი. დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების პროექტის შესახებაც იმსჯელეს. 

გააზიარე