ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

19 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა განხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და პრივატიზების გეგმის დამტკიცებას.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის 34-და 41-ე განკარგულებებში ცვლილებების პროექტზე, რომელიც სოფლებში ვარდისუბსა და კონდოლში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას გულისხმობს. 

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ განკარგულებების პროექტებს მხარი დაუჭირა.

 

   

 

გააზიარე