ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

17 თებერვალი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ქალთა საკონსულტაციო ცენტრი სახლისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კომისიამ განიხილა კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტები საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინოს.

 

გააზიარე