ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

21 ოქტომბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიამ იმსჯელა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.

საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში საპრივატიზაციო ნუსხაში შევა და დამტკიცდება სოფელ ნაფარეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი. მიწის ნაკვეთების გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 6000 ლარზე მეტი შევა.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საკრებულოს განკარგულების კიდევ 3 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმობის მიცემას:  

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ნორმატიული აქტების ოთხივე პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

„ყველა პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა. ჩვენი დღევანდელ გადაწყვეტილება ემსახურება ერთ მიზანს, მუნიციპალიტეტში მხარი დავუჭიროთ ეკონომიკის განვითარებას და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილმა.

 

გააზიარე