ცხელი ხაზი : +995(350)273106

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში:
     უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების რეგისტრაციას;
     ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
     ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
     უზრუნველყოფს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტების მომზადებას;
     უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან.
    სამსახურის სტრუქტურაში შედის ოთხი განყოფილება:
    • ქონების მართვის განყოფილება;
    • შესყიდვების განყოფილება;
    • ტურიზმის განვითარების განყოფილება;
    • საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.

    სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

    ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი


    გიორგი თავბერიძე

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ✆ - 577 505322

    ✉ -

    სამუშაო გამოცდილება
    2018.02-დღემდე - თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
    2016.03-2017.12 - საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”. პროექტის კოორდინატორი. ;
    2014.09-დღემდე. - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). მიწვეული ლექტორი;
    2015.09-2016.01. - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. მკვლევარი;
    2015.06-2015.07. - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი. ფოკუს ჯგუფების მოდერატორი.
    2015.03-2015.07 - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. კახეთის რეგიონალური ფილიალი. ბილინგის სამსახურის უფროსი.
    2013.04-2014.09 - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. პროექტი: ახალგაზრდული ბანკის შეფასება. მკვლევრის თანაშემწე
    2012.10-2014.07 - საქართველოს ფოსტა. თელავის საფოსტო სერვის ცენტრის ხელმძღვანელი.
    2010.08-2012.03 -საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”. კონსულტანტი.
    2010.11-2010.12 - ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC). მკვლევარი.
    2010.04-2010.11 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მონიტორინგის სპეციალისტი.
    2010.08-2010.11 -ფონდი “კრისტალი”. მკვლევარი.
    2010.03-2010.04 -საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი. ტრენერი.
    2008.06-2009.04 - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). მკვლევარი.
    2008.03-2009.04 -გერმანიის მიგრაციისა და რეინტეგრაციის სამინისტრო. მკვლევარი. .
    2008.03-2008.08 -საერთაშორისო ასოციაცია “სივიტას გეორგიკა”. კონსულტანტი.
    2006.09-2006.10 -„CRRC-საქართველო“. მკვლევარი.
    2003-2007 - სხვადასხვა თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევითი პროექტების ინტერვიუერი. ორგანიზაციები: „CRRC-საქართველო“, „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი“, UNICEF, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, „ACT კვლევითი ცენტრი“, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    განათლება
    2007 – 2010წწ. - სამაგისტრო პროგრამა სოციოლოგიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    2003 – 2007წწ. - საბაკალავრო პროგრამა სოციოლოგიაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტი.

    სამსახურის განყოფილებები


    ქონების მართვის განყოფილება
    განყოფილების უფროსი
    • დიმიტრი ზაქაიძე - მობ: 599 723927
    ქონების მართვის განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი , 3 უმცროსი სპეციალისტი.

    შესყიდვების განყოფილება
    განყოფილების უფროსი
    • ნათია ღაღაშვილი - მობ: 595 515056
    შესყიდვების განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი, 2 უმცროსი სპეციალისტი.
    ტურიზმის განვითარების განყოფილება
    განყოფილების უფროსი
    • მანანა ინაშვილი - მობ: 593 300450

    ტურიზმის განვითარების განყოფილებაში დასაქმებულია 3 უფროსი სპეციალისტი.
    საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება
    განყოფილების უფროსი
    • - მობ:
    საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში დასაქმებულია 3 უფროსი სპეციალისტი.
გააზიარე