ცხელი ხაზი : +995(350)273106

ელენე ლუხუტაშვილს 89 წელი შეუსრულდა

31 იანვარი, 2019

თელავის საპატიო მოქალაქეს, თვითნასწავლ ხელოვანს ელენე ლუხუტაშვილს 89 წელი შეუსრულდა. ქალბატონ ელენეს დაბადების დღე მიულოცეს: თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა - გიორგი ენუქიძემ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - დავით წიქარაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის სახელით, ქალბატონ ელენეს ფულადი საჩუქარი გადაეცა.

 

 

გააზიარე