ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

28 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნატოსა და ვეროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრის კახეთის“ - კახეთის რეგიონული ჰაბის შეხვედრა გამართეს. მათ საკრებულოს დეპუტატებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ბაზრის უპირატესობებზე. საინფორმაციო შეხვედრა „ვეროპის დღეებისა“ და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში ჩატარდა.


პროექტს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ახორციელებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე