გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

26 მარტი, 2019

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის - „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის  2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ 
 
სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ 
 
დამგეგმავი ორგანო:  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 
 
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ყველა მაღალმთიანი დასახლება 
 
წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 
 
   სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები; 
 
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ)– „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას; 
 
სკრინინგი–პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას; 
 

იხ. თანდართული ფაილები (სამოქმედო გეგმის პროექტი, სკრინინგის განცხადება)

http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/12483

გააზიარე