ცხელი ხაზი : +995(350)273106

ღვინის ფესტივალი "თელავინო 2019" ჩატარდა

5 ოქტომბერი, 2019

თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში "თელავინო 2019"  ჩატარდა. ფესტივალში 16 ღვინის კომპანია და მცირე მეწარმეები მონაწილეობდნენ.

გაიმართა კონცერტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცეკვისა და სიმღერის, ლიეტუვის კულტურის ცენტრის და სხვა შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. 
მოეწყო მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

სპეციალურ პავილიონებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ნატურალური პროდუქტები.

,,თელავინო 2019,, ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების,, ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორია ,,კახეთის მეღვინეთა გილდია,,.

ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

ალბომი 1 

ალბომი 2

 

გააზიარე