ჰიპერმარკეტ "გორგიას" მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

23 დეკემბერი, 2020

თელავში ახალი ბიზნესკლასტერის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზის (ალაზნის გამზირზე ,,გორგიას" მიმდებარედ ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,საგზაო-სამშენებლო -სარემონტო კომპანია სერპანტინმა,, შეასრულა, 668 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხი.

ახალი ბიზნესკლასტერის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან 254 048 ლარით დაფინანსდა და ევროკავშირის 2020 - 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტს წარმოადგენს.

გააზიარე