იყალთოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

25 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სკოლის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 970 მეტრის სიგრძეზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები.

სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 749 ლარი დაიხარჯა.

გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "გზამშენმა" განახორციელა.

  

 

გააზიარე