იყალთოში სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყობა

27 იანვარი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ელეს,, ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 719 ლარით ფინანსდება.

 სოფელში ჯამში 2 ახალი ჭაბურღილი მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას.

გააზიარე