ცხელი ხაზი : +995(350)273106

იურიდიულ საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის გერბის ესკიზი შეარჩია

19 მარტი, 2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებმა ქართველ მედიკოსებს მხარდაჭრა გამოუცხადეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის გერბის სამი ესკიზი განიხილეს, რომელთაგან კენჭისყრის გზით ერთი შეარჩიეს.

შერჩეული ესკიზი განსახილველად წარედგინება საკრებულოს ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 

გააზიარე