ცხელი ხაზი : 574 17 96 23

იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

18 ოქტომბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედური, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე განიხილეს ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც აუდიტის სამსახურის ახალი დებულების დამტკიცებას, მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საკრებულოს საპროცედური, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანის განმარტებით, პროექტის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილებას ეცვლება სახელწოდება, უფლებები და მოვალეობები, რის გამოც მოსალოდნელია როგორც მერიის დებულებაში ისე საშტატო ნუსხაში ცვლილებები.

მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებებით შიდა აუდიტის სამსახურის დებულება შესაბამოსობაში მოვა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. პროექტის მიღების შემთხვევაში მერიის შიდა აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში შიდა აუდიტისა და რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებების შევლენ.

საპროცედური, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებს მხარი დაუჭირა.

 

გააზიარე