ცხელი ხაზი : +995(350)273106

კისისხევსა და ნასამხრალში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

25 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში კისისხევსა და ნასამხრალში.

⇒ შეხვედრებზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ისაუბრა უკვე შესრულებული და წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე მოსახლეობას გააცნო სოფლის განვითარების პროგრამა და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 სოფელ კისისხევში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა:
1. საბავშვო ბაღის სააქტო დარბაზის სახურავის შეცვლა;
2. სოფლის სასაფლაოსა და სტადიონთან სველი წერტილების მოწყობა;
3. სოფლის ბოლოში სანიაღვრე არხის შემკრების გაწმენდა.

სოფელ ნასამხრალში მოსახლეობამ გადაწყვიტა საბავშვო ბაღის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა.

♦ ♦  სოფელ ნასამხრალში დასახლების საერთო კრებას დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი თოფურია, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

გააზიარე