ცხელი ხაზი : +995(350)273106

კონდოლსა და შალაურში საერთო კრებები ჩატარდა

25 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში - კონდოლსა და შალაურში.

► სოფელ კონდოლში მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა ბაღის ეზოსა და სკვერის მოწყობა, ასევე, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა.
 სოფელ შალაურში, პროექტის ფარგლებში, გადაწყდა სვეტიცხოვლის ეკლესიის ეზოს შემოღობვა და არსებული სკვერის მოწყობა.

⇒ სოფელ კონდოლში დასახლების საერთო კრებას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი თოფურია.

 ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.


ალბომი

 

გააზიარე