კონდოლში, შალაურსა და კურდღელაურში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

5 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - კონდოლის, შალაურისა და კურდღელაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

კონდოლი

► სოფელში არსებული სკვერის დამამთავრებელი სამუშაოების ჩატარება;

► სოფელში არსებულ ჭაბურღილებთან მდებარე სასმელი წყლის რეზევუარების გაწმენდა;

► სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.

შალაური

♦ სოფელში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღში ოთახების რეაბუილიტაცია და კომუნიკაციების მოწყობა,;

♦ სოფლის კლუბის შენობაში სპორტდარბაზის მოწყობა;

♦ შიდა საუბნო გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.

კურდღელაური

♦ სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა

 

 

 

გააზიარე