კულტურულ პროგრამაში ცვლილებების პროექტი განიხილეს

18 სექტემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების პროექტი განიხილეს.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სამ ღონისძიებას: „კულტურული ინიციატივები“, ფესტივალი „ხელოვნება და შემოქმედება“ და „არქეოლოგიური ბანაკი“. ფესტივალი „ხელოვნება და შემოქმედება“ და „არქეოლოგიური ბანაკი“ უკვე განხორციელდა. ორივე ღონისძიების განხორციელების შედეგად დარჩა 2620 ლარი, რომელიც დაემატება ღონისძიებას „კულტურული ინიციატივები“. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ტრანსპორტირებით მომსახურებისთვის. კომისიის წევრების განმარტებით, ცვლილების განხორციელება პროგრამის მთლიან ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.

 

 

გააზიარე