ლაგოდეხში ახალგაზრდების დამეგობრების რეგიონული ფესტივალი ჩატარდა

27 ივლისი, 2019

27 ივლისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლაგოდეხის ტყე-პარკში ''რეგიონალური დამეგობრების ფესტივალი'' გაიმართა , სადაც მონაწილეობა მიიღეს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე გაფორმდა მემორანდუმი კახეთის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების დამეგობრების შესახებ.

ფესტივალზე მოწყობილი იყო გასართობი, შემეცნებითი და სპორტული კუთხეები. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები და წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები. 
გაიმართა სახალისო ვიქტორინები, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები.

თელავის მუნიციპალიტეტიდან მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს ე. ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ჯული ზაალიშვილმა და ეთერ მათიკაშვილმა, ხოლო საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა მიიღეს - ანდრია არუთინოვმა და თამაზ თუშიშვილმა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდების დასწრების ორგანიზება უზრუნველყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა.

ალბომი

 

გააზიარე