ლალისყურის, ფშავლის, ლეჩურისა და ართანის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

8 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები სოფლების - ლალისყურის, ფშავლის, ლეჩურისა და ართანის მოსახლეობას შეხვდნენ.

 მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

 სოფელი ლალისყური
► სარწყავი სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა.

სოფელი ფშაველი
►  გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება.

სოფელი ლეჩური

► სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება, საუბნო სასმელი წყლის წერტილების მოწყობა.

სოფელი ართანა

►  გარე განათების ქსელის მოწყობა.

 

  

 

 

გააზიარე