ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ლატვიის ფოლკლორულმა ანსამბლმა თელავში კონცერტი გამართა

8 აგვისტო, 2020

თელავის ისტორიული მუზეუმის ტერასაზე თელავთან დამეგობრებული ლატვიის ქალაქ ტალსის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,სპრიგანისმა" კონცერტი გამართა. ღონისძიების ფარგლებში ხალხური ცეკვის ანასამბლამა მაყურებელს ტრადიციული ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინა.

კონცერტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და ლატვიის სეიმის დეპუტატი ილზე ინდრიქსონე დაესწრნენ.

ანსამბლ ,,სპრიგანისის“ ხელმძღვანელმა ივეტა კალბერგამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

გააზიარე