ლიეტუვის საელჩომ თელავის მუნიციპალიტეტში ორ მრავალშვილიან ოჯახს ლეპტოპები გადასცა

18 დეკემბერი, 2020

საქართველოში ლიეტუვის საელჩომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიზნით ორი ლეპტოპი გადასცა.

ტექნიკა თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა სოფლებში ლაფანყურსა და ვარდისუბანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოში ლიეტუვის საელჩოს!

გააზიარე